MOZILA – სამშენებლო ბრენდის სრული ვიზუალური იდენტობა და სტრატეგია

MOZILA – სამშენებლო ბრენდის სრული ვიზუალური იდენტობა და სტრატეგია

სტრატეგიული ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა

„მოზილა“ (MOZILA) არის მშრალი სამშენებლო ნარევების ქართული ბრენდი, რომელიც შექმნილია პროფესიონალური სამშენებლო პროცესებისთვის. პროდუქტი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, სტაბილური ხარისხითა და პრაქტიკული გამოყენებით.

ჩვენი გამოწვევა იყო ტრადიციულ, ხშირად უფერულ სამშენებლო ინდუსტრიაში შეგვექმნა გამორჩეული, თანამედროვე და სისტემური ბრენდის იდენტობა. Kibe Consulting-ის გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა ბრენდის სრულ ტრანსფორმაციაზე, რის შედეგადაც შეიქმნა MOZILA ვიზუალური სტილის სახელმძღვანელო

ბრენდის არქიტექტურა და გეომეტრიული სიზუსტე 

ბრენდის იდენტობის ბირთვი მისი ლოგოა. წრიული სიმბოლო, რომელიც მოძრაობას, მდგრადობასა და კომპონენტების იდეალურ შერწყმას განასახიერებს.

  • ლოგოს არქიტექტურა და დაცული სივრცე (Clear Space): ლოგოს სწორი და კონსისტენტური გამოყენებისთვის განისაზღვრა მკაცრი გეომეტრიული წესები. ცარიელი სივრცის მარტივად გასაზომად, საზომ ერთეულად სიმბოლოში არსებული წრის ნახევარი ( ერთეული) ავიღეთ, რაც გამორიცხავს ლოგოს სხვა ობიექტებთან არასწორ სიახლოვეს

  • მინიმალური ზომები და აკრძალვები: ციფრული და პრინტ არხებისთვის დაწესდა ზუსტი შეზღუდვები (მაგ. მხოლოდ სიმბოლო ციფრულ ფორმატში არ უნდა იყოს 60 პიქსელზე პატარა). ასევე ჩამოყალიბდა მკაფიო წესები დეფორმაციის, არასწორი ფერების ან უცხო ტიპოგრაფიის გამოყენების წინააღმდეგ.

  • მოქნილი ალტერნატივები: პარტნიორ ბრენდებთან და პრინტ მასალებში ინტეგრაციისთვის შეიქმნა სხვადასხვა კომპოზიციური განლაგების ვარიანტები, რომლებიც სრულად ინარჩუნებენ პროპორციებს.

ფერთა პალიტრა და ტიპოგრაფიული სისტემა 

სამშენებლო მასალების სექტორში ვიზუალური დიფერენციაციისთვის ჩვენ ავირჩიეთ თამამი, პრემიუმ და ფუნქციური ფერთა სისტემა:

  • MOZILA შავი (#2D2D2D): სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის გამოსახატად.

  • MOZILA მწვანე (#019ADE): ეკოლოგიურობის, ინოვაციისა და განახლების სიმბოლო.

  • MOZILA ლურჯი (#014D6F): სანდოობისა და ტექნოლოგიური სიზუსტის დასტური

ტიპოგრაფია: ბრენდის მთავარ ფონტად შეირჩა მყარი, გეომეტრიული სტილიზებული ფონტი სათაურებისთვის, ხოლო დამხმარე, ციფრული და პრინტ კომუნიკაციისთვის — Noto Sans Georgian (Bold, SemiBold, Medium, Light) და Hubot Sans ციფრებისთვის. ეს უზრუნველყოფს ტექსტების სრულყოფილ წაკითხვადობას ნებისმიერ ზომასა თუ ფორმატში.

გრაფიკული ელემენტები და შეფუთვის არქიტექტურა

ბრენდის მაშტაბირებისთვის შევიმუშავეთ უნიკალური გრაფიკული ენა:

  • პროდუქციის აიქონები: შეიქმნა სპეციალური პიქტოგრამები (ყინვაგამძლეობა, ბზარებისადმი მდგრადობა, 24 სთ-ში სიარულის შესაძლებლობა), რომლებიც მომხმარებელს მომენტალურად აწვდის ინფორმაციას პროდუქტის თვისებებზე.

  • დამხმარე ელემენტები (Shapes): ლოგოს ფორმიდან გამომდინარე, შეიქმნა გეომეტრიული "იარლიყები", რომლებიც გამოიყენება ბრენდირებულ ტანსაცმელზე, სამშენებლო ტომრებზე (25 KG) და გარე ბანერებზე.

 

ციფრული მედია და სოც. ქსელების გრიდი

თანამედროვე მშენებლობა ციფრულ პოზიციონირებას მოითხოვს. ჩვენ შევქმენით სოციალური მედიის პოსტების უნიკალური, მოდულური ჩარჩოები და გრიდის სტრუქტურა. ფოტოებისა და გეომეტრიული ელემენტების სინთეზი საშუალებას აძლევს ბრენდს, რომ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, LinkedIn) ჰქონდეს პრემიუმ, ერთიანი და ადვილად იდენტიფიცირებადი ვიზუალური ხაზი.

შედეგი:

ბრენდმა „მოზილამ“ მიიღო არა უბრალოდ ლოგო, არამედ სრული, გამართული საოპერაციო ეკოსისტემა. Kibe Consulting-ის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო უზრუნველყოფს ბრენდის ერთგვაროვან და თანმიმდევრულ წარმოდგენას ნებისმიერ წერტილში — სავიზიტო ბარათიდან და უნიფორმიდან, ციფრულ რეკლამამდე.

 

ეს პროექტი განხორციელდა სააგენტო კოლექტივთან პარტნიორობით და სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით.