MartEV – ბრენდბუქის შექმნა და ვიზუალური იდენტობის დიზაინი
პროექტის შესახებ:
MartEV ელექტროსამუხტი სადგურების უმსხვილესი ქსელია საქართველოში. პროექტის ფარგლებში Kibe Consulting-ის ამოცანა იყო ბრენდის იდენტობის (Brand Identity) სისტემატიზაცია. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა გამართული გრაფიკული დიზაინის სისტემა, რომელიც ბრენდს დაეხმარება სერვისების მასშტაბირებასა და მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაში.
რა გაკეთდა (შესრულებული სამუშაო):
-
ლოგოს რაფინირება და ვექტორიზაცია: განხორციელდა არსებული ლოგოს ტექნიკური დამუშავება და ლოგოს დიზაინის ოპტიმიზაცია მაღალი რეზოლუციის ფორმატებისთვის.
-
ბრენდბუქის (Brandbook) მომზადება: შევამუშავეთ 30-გვერდიანი დეტალური ვიზუალური გაიდლაინი, რომელიც მოიცავს ფერების პალიტრას, ტიპოგრაფიას და ბრენდის გამოყენების წესებს.
-
კორპორატიული სტილი: შეიქმნა ბრენდის ქცევის წესები ციფრული პლატფორმებისთვის (App UI) და ფიზიკური გარემოსთვის.
შედეგი:
MartEV-მა მიიღო პროფესიონალური ბრენდის სახელმძღვანელო (Brand Guidelines), რაც უზრუნველყოფს ვიზუალურ ერთიანობას ყველა საკომუნიკაციო არხზე. სისტემატიზებული მიდგომით, კომპანიამ გაიმყარა პოზიცია ბაზარზე, როგორც სანდო და ინოვაციურმა ენერგო-პროვაიდერმა.
ეს პროექტი განხორციელდა სააგენტო კოლექტივთან პარტნიორობით და სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით.