SEO-ს საფუძვლები ბიზნესის მფლობელებისთვის - საიდან დავიწყოთ?
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესანიშნავი პროდუქტი ან სერვისი, შექმენით ლამაზი ვებსაიტიც, მაგრამ მასზე თითქმის არავინ შედის. ეს იგივეა, გახსნათ საუკეთესო მაღაზია, თუმცა უდაბნოში, სადაც გზებიც კი არ მიდის.
სწორედ აქ გვჭირდება SEO (Search Engine Optimization) - საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, რომელიც Google-ს ეხმარება გაიგოს, რას აკეთებს თქვენი ბიზნესი და შესთავაზოს ის ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პროდუქტს ეძებენ.
თუ SEO აქამდე რთულ ტექნიკურ თავსატეხად გეჩვენებოდათ, მარკეტინგული კომპანია “Kibe Consulting”-ის ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ დაინახოთ მთავარი საფუძვლები.
ნაბიჯი 1: გაიგეთ, რას ეძებს თქვენი მომხმარებელი
როდესაც ადამიანი Google-ში რაღაცას კრეფს, მას აქვს კონკრეტული პრობლემა ან საჭიროება. ვებსაიტზე არსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს იმ ფრაზებს, რომლითაც რეალური ადამიანი ეძებს მომსახურებას.
იმის გასაგებად, თუ რას ეძებს მომხმარებელი გუგლში, აუცილებელია საძიებო სიტყვების კვლევა.
ნაბიჯი 2: შექმენით კონტენტი, რომელიც ნდობას იწვევს
Google-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს ყველაზე ზუსტი და სასარგებლო პასუხი მისცეს. შესაბამისად, თქვენი ვებსაიტის ტექსტები არ უნდა იყოს დაწერილი საძიებო სისტემისთვის - ის რეალურ სარგებელს უნდა აძლევდეს მომხმარებელს.
ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ
-
თითოეულ პროდუქტს თუ სერვისს დაუთმეთ ცალკეული გვერდი;
-
მკაფიოდ ახსენით, რა პრობლემას ჭრის თქვენი მომსახურება, რა ღირს ის (ან როგორ ხდება ფასის დაანგარიშება) და რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი თქვენ;
გახსოვდეთ, რაც უფრო მეტხანს რჩება ვიზიტორი თქვენს საიტზე და კითხულობს ინფორმაციას, მით უფრო მეტად ენდობა მას საძიებო სისტემაც.
ნაბიჯი 3: მიაქციეთ ყურადღება საიტის სიმარტივესა და სიჩქარეს
SEO ოპტიმიზაცია არ არის მხოლოდ გამართული ტექსტური მასალა, ის დიდწილად მოიცავს UX დიზაინსაც.
დღეს ძიებების უმეტესობა მობილური მოწყობილობიდან კეთდება. თუ საიტი არ არის მორგებული როგორც დესკტოპ, ისე მობაილ მოწყობილობაზე, მომხმარებელი მალევე ტოვებს ვებსაიტს.
ამით კი პოტენციურ კლიენტს კარგავთ.
ასევე თუ ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე 3 წამს აჭარბებს, მომხმარებელი ვებსაიტიდან გადის.
ვებსაიტზე აუცილებლად უნდა იყოს ოპტიმიზირებული Footer - ის უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის შესახებ - მისამართი, სამუშაო საათები, ტელეფონის ნომერი. ტელეფონის ნომერი და მისამართი აუცილებლად ინტერაქციული უნდა იყოს, რათა მომხმარებელი არა მხოლოდ კონტაქტის გვერდს, არამედ ფუტერს იყენებს საკონტაქტო ინფორმაციის მოსაძიებლად.
ნაბიჯი 4: ავტორიტეტი და ციფრული რეპუტაცია
Google-ისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ თქვენზე სხვები. როდესაც სხვა სანდო ვებსაიტები, ნიუს პლატფორმები ან ბლოგები თქვენს ბიზნესზე სტატიებს ათავსებენ, Google ამას აღიქვამს, როგორც „რეკომენდაციას“. რაც უფრო მეტი ხარისხიანი რეკომენდაცია აქვს თქვენს საიტს, მით მაღალია თქვენი ვებსაიტის ავტორიტეტი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვებსაიტები, რომლებიც თქვენს ბიზნესზე წერენ, იყოს რელევანტური თქვენი ნიშისთვის - მას სწორედ თქვენი სამიზნე აუდიტორია კითხულობდეს.
დაიწყეთ დღესვე
არ არის საჭირო ყველაფრის ერთბაშად გაკეთება. დაიწყეთ მარტივი ნაბიჯებით:
-
ჩაწერეთ Google-ში თქვენი სერვისის დასახელება და ნახეთ, ჩანს თუ არა თქვენი ვებსაიტი პირველ გვერდზე;
-
გახსენით თქვენი ვებსაიტი ტელეფონით და შეაფასეთ, რამდენად სწრაფი და კომფორტულია ის.
-
შეადგინეთ იმ 5 მთავარი კითხვის სია, რომელსაც კლიენტები ყველაზე ხშირად გისვამენ და დაწერეთ მათზე მოკლე, ამომწურავი პასუხები თქვენს საიტზე.
სრული SEO მომსახურებისათვის კი შეავსეთ ფორმა და მიიღეთ უფასო SEO აუდიტი ჩვენი SEO სპეციალისტებისგან!