რატომ არ ჩანს ჩემი საიტი Google-ში? — 5 მიზეზი და გამოსავალი
თქვენ შექმენით ვებ-საიტი, ჩადეთ მასში ენერგია და ფინანსები, მაგრამ საძიებო ველში თქვენი ბრენდის დასახელების ჩაწერისას შედეგი ნულოვანია? ეს ერთ-ერთი ყველაზე იმედგაცრუებადი მომენტია ბიზნესის მფლობელისთვის.
სინამდვილეში, არსებობს კონკრეტული ტექნიკური და სტრატეგიული მიზეზები, რის გამოც Google თქვენს საიტს „ვერ ხედავს“ ან დაბალ პოზიციებს ანიჭებს. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები.
1. საიტი ჯერ არ არის დაინდექსებული
ახალ საიტებს დრო სჭირდებათ. თუ თქვენი ვებ-გვერდი სულ რამდენიმე დღის წინ გაეშვა, შესაძლოა Google-ის ბოტებმა ის ჯერ უბრალოდ ვერ იპოვეს.
გამოსავალი: გამოიყენეთ Google Search Console და გაუგზავნეთ თქვენი საიტის Sitemap გუგლს. ეს პროცესს დააჩქარებს.
2. თქვენ ბლოკავთ საძიებო სისტემებს
ხშირად, დეველოპმენტის პროცესში, პროგრამისტები საიტს ადებენ სპეციალურ კოდს (noindex), რათა დასრულებამდე გუგლმა არ ნახოს. ზოგჯერ ეს კოდი საიტის გაშვების შემდეგაც რჩება.
გამოსავალი: შეამოწმეთ თქვენი საიტის robots.txt ფაილი. თუ იქ წერია Disallow: /, თქვენს საიტს გუგლი ვერასოდეს ნახავს.
3. ტექნიკური ხარვეზები და სისწრაფე
თუ თქვენი საიტი 3-5 წამზე მეტხანს იტვირთება, Google ამას აღიქვამს როგორც ცუდ გამოცდილებას მომხმარებლისთვის. ასევე, თუ საიტი არ არის მორგებული მობილურ მოწყობილობებზე (Mobile-Friendly), თქვენი რეიტინგი მკვეთრად ეცემა.
გამოსავალი: გამოიყენეთ PageSpeed Insights საიტის სისწრაფის შესამოწმებლად და გაასწორეთ ტექნიკური შეცდომები.
4. საკვანძო სიტყვების ნაკლებობა
გუგლმა უნდა იცოდეს, რაზეა თქვენი საიტი. თუ თქვენს ტექსტებში არ ფიგურირებს ის სიტყვები, რომლებსაც კლიენტი სერჩავს, თქვენი საიტი უბრალოდ რელევანტური არ იქნება ძიებისას.
გამოსავალი: ჩაატარეთ საკვანძო სიტყვების კვლევა და სწორად გადაანაწილეთ ისინი სათაურებსა (H1, H2) და მეტა-აღწერებში.
5. კონკურენცია და ავტორიტეტი
შესაძლოა ყველაფერი სწორად გაქვთ, მაგრამ თქვენს ნიშაში (მაგ: "ავეჯის მაღაზია") ძალიან მაღალი კონკურენციაა. თუ თქვენს საიტს არ აქვს ხარისხიანი გარე ბმულები (Backlinks), ის ვერ გაუსწრებს ძველ და ავტორიტეტულ საიტებს.
გამოსავალი: დაიწყეთ აქტიური კონტენტ-მარკეტინგი და იმუშავეთ საიტის ავტორიტეტის გაზრდაზე.
შეჯამება
გუგლში გამოჩენა არ არის შემთხვევითობა, ეს არის სწორად შესრულებული ტექნიკური დავალება.
„კიბე კონსალტინგი“ გთავაზობთ უფასო პირველად SEO აუდიტს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიპოვით იმ ხარვეზებს, რომლებიც ხელს უშლის თქვენს საიტს პირველ გვერდზე მოხვედრაში. დაგვიკავშირდით დღესვე.