Google Business Profile - უფასო ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი ბიზნესი არასწორად იყენებს
28 მარტი 2026

Google Business Profile - უფასო ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი ბიზნესი არასწორად იყენებს

წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებელი გუგლის საძიებო სისტემაში ეძებს „სტომატოლოგიურ კლინიკას“, “ავტომობილის შეკეთებას“ ან „ყავის მაღაზიას“ თავის მახლობლად. ამ საძიებო სიტყვების მოძებნის შემდეგ, გუგლი მას მასთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტებს უჩვენებს.

თუ გაქვთ ფიზიკური ლოკაცია ან ემსახურებით კლიენტებს კონკრეტულ ქალაქში/რეგიონში, Google Business Profile (ყოფილი Google My Business) თქვენი ყველაზე ძლიერი და, რაც მთავარია, სრულიად უფასო ინსტრუმენტია. სამწუხაროდ, ბიზნესების უმეტესობა მას მხოლოდ მისამართის დასაფიქსირებლად იყენებს და უამრავ პოტენციურ კლიენტს კარგავს.

ამ ბლოგპოსტში მარკეტინგული კომპანია “Kibe Consulting” იმ შეცდომებს გაგიზიარებთ, რომლებსაც ბიზნესები გუგლის ბიზნეს პროფილის გამოყენებისას უშვებენ. 

შეცდომა 1: არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია

Google-ს უყვარს სიზუსტე. თუ თქვენი სამუშაო საათები, ტელეფონის ნომერი ან მისამართი რუკაზე არასწორია (ან განსხვავდება იმისგან, რაც თქვენს ვებსაიტზე წერია), Google-ის ალგორითმი ნდობას კარგავს და დაბალ პოზიციაზე გადაგყავთ.

შეავსეთ პროფილი სრულად. მიუთითეთ ზუსტი სამუშაო საათები, ვებსაიტის მისამართი, მომსახურების კატეგორიები და ბიზნესის საქმიანობის დეტალური აღწერა.

შეცდომა 2: უყურადღებობა შეფასებების (Reviews) მიმართ

მომხმარებელთა შეფასებები Google-ისთვის არის მთავარი სიგნალი, რომ თქვენი ბიზნესი რეალური და აქტიურია.

ბევრი ბიზნესი საერთოდ არ სთხოვს კლიენტებს შეფასების დატოვებას, ეს დიდი შეცდომაა. 

კიდევ უფრო დიდი შეცდომაა უარყოფითი ან დადებითი კომენტარების იგნორირება. ყოველთვის უპასუხეთ ყველა შეფასებას - მადლობა გადაუხადეთ დადებითისთვის, ხოლო უარყოფითს უპასუხეთ პროფესიონალურად და კონსტრუქციულად. ეს აჩვენებს, რომ ზრუნავთ მომხმარებელზე.

შეცდომა 3: პროფილის „მიტოვება“ შექმნის შემდეგ

Google Business Profile არ არის სტატიკური სავიზიტო ბარათი. ის უფრო სოციალურ ქსელს ჰგავს, სადაც სიახლეების გამოქვეყნებაა მნიშვნელოვანი. 

რეგულარულად ატვირთეთ ხარისხიანი ფოტოები (თქვენი ოფისი, გუნდი, პროდუქტები, სამუშაო პროცესი). ბიზნესები, რომლებსაც ბევრი ფოტო აქვთ, ბევრად მეტ მოთხოვნას იღებენ მარშრუტის დაგეგმვაზე Google Maps-ში. სწორედ ამიტომაა ლოკალური SEO ოპტიმიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიზიკური მისამართის მქონე ბიზნესებისთვის. 

გამოაქვეყნეთ სიახლეები, ფასდაკლებები ან ახალი სერვისები პირდაპირ Google-ის პროფილში. 

როგორ აქციოთ Google-ის პროფილი კლიენტების წყაროდ

Google Business Profile არის ყველაზე მოკლე გზა ადგილობრივ კლიენტამდე. მას არ სჭირდება დიდი ბიუჯეტი - სჭირდება მხოლოდ კვირაში 15-20 წუთი ყურადღება.

განაახლეთ ფოტოები, უპასუხეთ შეფასებებს, შეინარჩუნეთ ზუსტი მონაცემები და ნახავთ, როგორ გაიზრდება ზარების, შეტყობინებებისა და ფიზიკური ვიზიტორების რაოდენობა თქვენს ბიზნესში. 

 

შეგახსენებთ, რომ გუგლის ბიზნეს პროფილის გამართვასთან ერთად, აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაციული, შინაარსობრივად გამართული და საინტერესო დიზაინის მქონე ვებსაიტი.
მარკეტინგული კომპანია “კიბე კონსალტინგი” გთავაზობთ საიტების დამზადების სერვისს, რომელიც თქვენი ბიზნესის საჭიროებებს იდეალურად მოერგება. 

უფასო SEO აუდიტის მისაღებად კი შეავსეთ ფორმა! ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ!