Aguriland – ციფრული ტრანსფორმაცია დეკორატიული მასალების ბიზნესისთვის

Aguriland – ციფრული ტრანსფორმაცია დეკორატიული მასალების ბიზნესისთვის

ვებ დეველოპმენტი და საიტის დამზადება

Aguriland არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის დეკორატიულ აგურებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად გადმოსცემდა პროდუქტის ესთეტიკას, არამედ მაქსიმალურად გაუმარტივებდა მომხმარებელს შერჩევისა და ყიდვის პროცესს.

მთავარი სირთულე დეკორატიული მასალების ყიდვისას არის საჭირო რაოდენობის სწორად განსაზღვრა. მომხმარებლები ხშირად ვერ ითვლიან ზუსტად, რამდენი ცალი აგური სჭირდებათ კონკრეტული ფართობისთვის.

ამ პრობლემის მოსაგვრელად, საიტში ჩავაშენეთ ინტელექტუალური კალკულატორი:

მომხმარებელი უთითებს კედლის სიგრძესა და სიმაღლეს.
სისტემა ავტომატურად ითვლის საჭირო რაოდენობას (კვადრატულობისა და აგურის ზომების გათვალისწინებით).
კალკულატორი მომენტალურად აჩვენებს ჯამურ ღირებულებას, რაც ზრდის კონვერსიას და ამცირებს გაყიდვების მენეჯერების დატვირთვას.

შედეგი: 

  • ინტუიციური და თანამედროვე ინტერფეისი.
  • სრული მობილური ოპტიმიზაცია.
  • გაყიდვების პროცესის ავტომატიზაცია ჩაშენებული კალკულატორის მეშვეობით.

 

ეს პროექტი განხორციელდა Webit-თან პარტნიორობით და სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ვებ საიტის დამზადების სერვისის მაღალ ხარისხს.

ლინკი პროექტზე →