კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
KIBE GROUP — კლიენტთა განაცხადის ფორმა
ძალაში შესვლის თარიღი: 16.04.2026
1. მონაცემთა დამუშავების პასუხისმგებელი სუბიექტი
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია:
|
კომპანია |
შპს კიბე გრუპი 2018 |
|
საიდენტიფიკაციო კოდი |
405307733 |
|
მისამართი |
საქართველო, თბილისი, ლ. გოთუას ქ. #16 |
|
ელ. ფოსტა |
info@kibeconsulting.com |
|
ვებგვერდი |
kibeconsulting.com |
2. სამართლებრივი საფუძველი
წინამდებარე პოლიტიკა შედგენილია საქართველოს კანონის 'პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ' მოთხოვნათა შესაბამისად. მონაცემები მუშავდება შემდეგი სამართლებრივ საფუძველზე:
• სუბიექტის თანხმობა — ფორმის შევსება და „ვეთანხმები"-ზე დაჭერა წარმოადგენს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნებაყოფლობით, კონკრეტულ, ინფორმირებულ თანხმობას;
• ლეგიტიმური ინტერესი — საკომუნიკაციო მიზნებისთვის (კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი" ქვეპუნქტი), ვინაიდან სუბიექტი პოტენციური მომხმარებელია.
3. დამუშავებული მონაცემების კატეგორიები
ფორმის საშუალებით ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც პირდაპირ თქვენ მიერ მოგვეწოდება:
|
კატეგორია |
კონკრეტული მონაცემები |
|
საიდენტიფიკაციო მონაცემები |
სახელი, გვარი |
|
საკონტაქტო მონაცემები |
ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა |
|
ბიზნეს მონაცემები |
კომპანიის სახელი, სექტორი, სტატუსი, ვებსაიტი |
|
საგრანტო ინფორმაცია |
პროგრამის სახელი, მონაწილეობის წელი, შედეგი |
|
მომსახურების პრეფერენცია |
სასურველი მომსახურება, ბიზნეს გამოწვევა/მიზანი |
|
საკომუნიკაციო პრეფერენცია |
სასურველი არხი (ტელ./ელ.ფ./WhatsApp), კომფ. სამ. საათები |
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენი მონაცემები მუშავდება მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:
• თქვენთან საწყისი კომუნიკაციის დამყარება და შეხვედრის/კონსულტაციის დანიშვნა;
• კიბე გრუპის მომსახურებების (სოც. მედია, ვებ, SEO, AI ავტომატიზაცია) პრეზენტაცია;
• კომერციული შეთავაზებების მომზადება თქვენი ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად;
• ელ. ფოსტის საშუალებით სარელევანტო ინფორმაციის გაგზავნა (Mailchimp-ის გამოყენებით) — მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში;
• შიდა სტატისტიკა და პოტენციური კლიენტების მართვა (CRM).
ჩვენ არ ვიყენებთ თქვენ მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის ან პროფაილინგისთვის.
5. მესამე პირებთან გაზიარება
კიბე გრუპი თქვენს მონაცემებს გადასცემს მხოლოდ შემდეგ გადამამუშავებელ სუბიექტებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი დავალებით და ჩვენი ინსტრუქციების ფარგლებში:
|
სუბიექტი |
დანიშნულება |
მდებარეობა |
|
Mailchimp (Intuit Inc.) |
ელ. ფოსტის კამპანიების გაგზავნა |
აშშ (SCCs) |
|
ჰოსტინგ/სერვერის პროვაიდერი |
მონაცემთა ბაზის ჰოსტინგი |
საქართველო / EU |
Mailchimp-ის გამოყენებასთან დაკავშირებით: Intuit Inc. არის სერტიფიცირებული EU-U.S. Data Privacy Framework-ის მონაწილე, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის კანონიერ საფუძველს. ჩვენ Mailchimp-ს ვუგზავნით მხოლოდ სახელს და ელ. ფოსტის მისამართს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩვენ არ ვყიდით, გადავცემთ იჯარით ან ვუზიარებთ თქვენ მონაცემებს სხვა მესამე პირებს.
6. მონაცემთა შენახვის ვადა
მონაცემები ინახება შემდეგი ვადებით:
• თუ გამოხმაურება არ მოჰყვა — ფორმის შევსებიდან 12 თვე;
• თუ საქმიანი ურთიერთობა დამყარდა — ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საფუძვლით);
• ელ. ფოსტის სიაში (Mailchimp) — გამოწერის გაუქმებამდე;
• თქვენი მოთხოვნისთანავე — წაშლა/ანონიმიზაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.
7. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონის 'პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ' შესაბამისად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
• წვდომის უფლება — იცოდეთ, რა მონაცემები გვაქვს თქვენს შესახებ (მე-14 მუხლი);
• გასწორების უფლება — მოითხოვოთ არაზუსტი მონაცემების შესწორება (მე-15 მუხლი);
• წაშლის უფლება — „დავიწყების უფლება", მოითხოვოთ მონაცემების წაშლა (მე-16 მუხლი);
• დამუშავების შეზღუდვის უფლება — გარკვეულ შემთხვევებში (მე-17 მუხლი);
• გადატანის უფლება — მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებული ფორმატით (მე-18 მუხლი);
• ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები (მუხლი 19)
• თანხმობის გამოხმობის უფლება (მუხლი 20)
• მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა (მუხლი 21)
• მუხლი 22. გასაჩივრების უფლება.
უფლებების განსახორციელებლად გთხოვთ, მოგვმართოთ: info@kibeconsulting.com
განცხადებაზე ვპასუხობთ 10 სამუშაო დღის ვადაში.
8. უსაფრთხოება
კიბე გრუპი იღებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ:
• წვდომა მონაცემთა ბაზაზე შეზღუდულია მხოლოდ უფლებამოსილ პირებზე;
• გამოიყენება პაროლის დაცვა და, სადაც შესაძლებელია, ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია;
• Mailchimp-ში ინახება მხოლოდ სახელი და ელ. ფოსტა — არა სხვა პერსონალური ინფორმაცია;
9. თანხმობის ტექსტი (Checkbox)
ფორმაში გამოსაყენებელი თანხმობის ტექსტი. სუბიექტმა ყუთი უნდა მონიშნოს ფორმის გაგზავნამდე:
☐ ვეთანხმები მონაცემების დამუშავებას კიბე ქონსალთინგის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად *
10. პოლიტიკის განახლება
კიბე გრუპი იტოვებს უფლებას, განაახლოს ეს პოლიტიკა. ცვლილებები ვებგვერდზე გამოქვეყნდება შესაბამისი „განახლების თარიღის" ჩვენებით. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში სუბიექტებს ელ. ფოსტით ვაცნობებთ.
შპს კიბე გრუპი 2018 | ს/კ 405307733 | info@kibeconsulting.com
16.04.2026 | ვერსია 1.0